Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ორენოვანი საერთაშორისო რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „მილენიუმი“ პრეზენტაცია

"დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველომ" დაარსა ორენოვანი საერთაშორისო რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი „მილენიუმი“, რომელიც განკუთვნილია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში მომუშავე ახალგაზრდა მკვლევართათვის - მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისათვის და მიზნად ისახავს მეცნიერთა ახალი თაობის აკადემიური განვითარების ხელშეწყობას. https://adh.ge/millennium-ge/

 

 

 

პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება 2023 წლის 25 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. (მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. II შესახვევი N3)